ნებისმიერი გამოწვევა მიღებულია ჩვენთვის აწი - გიორგი გველესიანი

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

აღფრთოვანებული ვარ, უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასთვის, ვართ უაღრესად ბედნიერები და ამაყები, ნამდვილად არ ველოდი ამ ყველაფერს, - ეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის პირველი კომენტარია, სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, რომელიც მან „ტვ პირველთან“ გააკეთა.

მისი თქმით, ეროვნული ნაკრები უკვე ყველა გამოწვევისთვის მზად არის, რადგანაც მან გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნა.

„ველოდი, რომ იქნებოდა დიდი ემოციები დახვედრა, თუმცა ნამდვილად არ ველოდი ამ ყველაფერს და ვერ ვიფიქრებდი თუ ასეთი მასშტაბის იქნებოდა. ალბათ დღეს საღამოს, როდესაც შევიკრიბებით და ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტებით, ვიქნებით ბედნიერები. ნებისმიერი გამოწვევა ჩვენთვის მიღებულია აწი ისე, რომ ჩვენ მას გავუმკლავდებით, გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა