ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია

სულ ნახვები : 146
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგი ოცნება, კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის ოცნების ახდენის შემდგომ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია, - ამის შესახებ მან დღეს, 2 ივლისს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან გახარებულია გულშემატკივრის ასეთი დახვედრით, რისი მოლოდინიც მას ჰქონდა კიდევაც.

„გაუმარჯოს საქართველოს. ველოდით ამ დახვედრას, რადგანაც ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოში და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ალბათ ჯერ კიდევ წინ არის ის ემოციები, რომლებიც გველოდება. ოცნება იყო (რონალდუთან თამაში) და ოცნება ამიხდა. დიდი გამოცდილება იყო მასთან თამაში. შემდეგი ოცნება იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში", - განაცახდა კვარაცხელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა