არსებობს მესაზღვრე ამერიკის საზღვარზე, რომელიც უკან გამოაბრუნებს მათ - ბორის ჩელე ყურუა „ოცნებაზე“

სულ ნახვები : 847
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მალე ვნახავთ პირველ სანქციისგან დატანჯულ ქოცს - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბორის ჩელე ყურუამ ისაუბრა.

მისი თქმით, ტყუილები, რომლის დაჯერებასაც ცდილობენ „ოცნების“ წევრები ერთმანეთისთვის და საკუთარი ამომრჩევლისთვის ძალიან მალე გამოაშკარავდება.

„გასაგებია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ახლა , ერთმანეთს და თავიანთ ამომრჩეველს აჯერებენ იმას, რომ თითქოს სანქციები არ არსებობს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხების აქვს და ამ პროპაგანდასაც მოკლე ფეხები აქვს, რადგან მალე ვნახავთ პირველ სანქციისგან დატანჯულ ქოცს, რომელიც ჩამოშლის ამ პროპაგანდას და ის სანქციები, რომელზედაც გვეუბნებოდნენ, რომ არ არსებობს, თურმე არსებობს და ძალიან რეალურია და არსებობს ის მესაზღვრე ამერიკის საზღვარზე, რომელიც უკან გამოაბრუნებს მათ“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა