ქეთი ჯავახიშვილის შემზარავი მკვლელობა - დღევანდელ სხდომაზე სამედიცინო ექსპერტი დაიკითხება

სულ ნახვები : 163
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქეთი ჯავახიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოკლულის ფსიქოლოგი დაიკითხება, რომელიც დეტალურად ისაუბრებს ჯავახიშვილის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

კერძოდ, გამოძიებას აინტერესებს განიცდიდა თუ არა მოკლული ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, წნეხს ოთარ ცინდელიანისგან.

როგორც პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ბრალდებული, ოთარ ცინდელიანი, შერაცხადია.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხება მოკლულის ფსიქოლოგი, რომელიც დეტალურად იმსჯელებს რა მდგომარეობაში იყო მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა ბრალდებულის ქცევებიდან გამომდინარე. ასევე დაიკითხებიან საქმის გამომძიებლები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გამოვიკვლევთ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს.

ჯამში დღეს იკითხება ათი მოწმე.

რაც შეეხება, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხს - ბრალდებული არის შერაცხადი როგორც ფსიქიატრიული, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზით. აღნიშნული პროცესები შემდეგ პროცესებზე აუცილებლად მისცემენ ჩვენებას სასამართლოს“, - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს - მას 59 ჭრილობა ჰქონდა სხეულზე.  აღსანიშნავია, რომ დაკავებული მოკლულის შეყვარებულია, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა