მწუხარებას გამოვხატავ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 28
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართველი მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი, ლიანა ისაკაძის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტის შექმნა და საქართველოს სახელის ღირსეული წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.

„მწუხარებას გამოვხატავ სახელოვანი ქართველი მუსიკოსის და გამორჩეული ადამიანის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეს და მუსიკოსის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტის შექმნა და ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეული წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე. ვუსამძიმრებ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, კოლეგებს და მის თაყვანისმცემლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა