„დღეს მითხრეს, რომ გაუვრცელებიათ ეს ინფორმაცია“ - მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს უარყოფს
სულ ნახვები :
1,122
...
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს უარყოფს.
CNews-თან საუბრისას ის აცხადებს, რომ ინფორმაცია ენმ-ს სიაში პირველ ნომრად ყოფნასთან დაკავშირებით, მან სატელეფონო ზარის მეშვეობით შეიტყო.
„დღეს მითხრეს, რომ გაუვრცელებიათ ეს ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა და მეც ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები ამ ამბავს. მე ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს ენმ-ს ყრილობა არისო. საერთოდ უმჯობესია, რომ ასეთი ინფორმაციები გადაამოწმონ სანამ გაავრცელებენ", - განუცხადა CNews-ს მარგველაშვილმა.
გიგა გელხვიიძე, CNews