მიმდინარეობს სანქციების ახალი ეტაპისთვის მზადება, რომელიც შეიძლება იყოს ფინანსურიც - ნინო ბაზიკოშვილი

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 10 ივლისს, ამერიკაში Megobari act-ის განხილვა იწყება. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონის და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო სტრატეგიული პარტნიორი, აშშ, სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

„ახალის“ წევრი, ნინო ბაზიკოშვილი, არ გამორიცხავს, რომ სანქციების ახალი პაკეტი ფინანსებს შეეხება. მისი თქმით, შესაძლოა, გაფართოვდეს სანქცირებულ პირთა წრე.

„მეგობარი აქტის განხილვის დაწყებით აშშ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის მზადყოფნას გამოხატავს და მზად არიან ყველა ის დახმარება, რასაც საქართველო იღებდა აშშ-სგან.

რა თქმა უნდა, მზადება მიმდინარეობს სანქციების ახალი ეტაპისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ფინანსურიც და შესაძლოა, გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, ვინც მოხდება სანქცირებულთა სიაში.  ახლა ყველაფერზე პასუხისმგებლობა ენიჭება საქართველოს ხელისუფლებას და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული თუ რა რეაგირებას მოახდენს აშშ და რა მასშტაბით გადახედავს ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობას“, -  აცხადებს ნინო ბაზიკოშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა