ვიმედოვნებ, რომ ყველა შეძლებს სწორი კონფიგურაციით გასვლას არჩევნებზე - გიორგი კირთაძე





...
პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, მოლაპარაკებების პერიოდში, ოპოზიციური პარტიების მიზანი იყო, ამომრჩევლისთვის მოიცათ არჩევანის გაკეთების საშუალება.
კირთაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია არჩევნებზე სწორი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს იმას, რომ შემდგარიყო ისეთი ტიპის კონფიგურაცია ოპოზიციურ ველზე, სადაც არ მოხდებოდა ხმის დაკარგვა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ამომრჩეველს ექნებოდა საშუალება გაეკეთებინა არჩევანი, ანუ არ დაბრკოლდებოდა არც ერთი ამომრჩეველი და მისთვის სასურველი ოპოზიციური პარტიისთვის თუ გაერთიანებისთვის ხმის მიცემას შეძლებდა. ამ მიმართულებით ვმუშაობდით ჩვენ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საქმის უკვე გაკეთებულია. ვიმედოვნებ იმას, რომ ყველა შეძლებს სწორი კონფიგურაციით გასვლას არჩევნებზე“, - განაცხადა მან.