ქვეყანა შევიდა შეუქცევადი საერთაშორისო იზოლაციის პროცესში - კორნელი კაკაჩია

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის შეუქცევად პროცესშია შესული.

მისი თქმით, ძალიან მალე, რიგითი მოქალაქეები იგრძნობენ საკუთარ თავზე იმ შეზღუდვებს, რომლები დაუწესდა საქართველოს, რადგანაც რიგ შემთხვევებში, სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს, სწორედ დონორი ორგანიზაციები აკეთებდნენ.

„ქვეყანა უკვე შევიდა შეუქცევადი საერთაშორისო იზოლაციის პროცესში და ეს ჩანს ბოლოდროინდელი განცხადებებიდან, როგორც აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან, ასევე ჩანს, რომ თვითონ წევრი სახელმწიფოებიც იწყებენ ქვეყნის იზოლაციას და ამცირებენ სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პროექტებს, განათლების, სამხედრო ტიპის, რაც ბუნებრივია რომ უახლეს ვადაში ჩვენთვის ეს იქნება უფრო საგრძნობი და შეეხება უბრალო მოქალაქეებს, რადგანაც არის სექტორი სადაც ვერ აგვარებდა რაიმეს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორი და დონორი ორგანიზაციები აკეთებდნენ ამას და ეს არ ჩანდა, დღეს კი არ აქვს სახელმწიფოს საშუალება, რომ რაიმე სერვისები შესთავაზოს ამ ადამიანებს", - განაცხადა კაკაჩიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა