ამ ეტაპზე საუბარი არ არის - ანა დოლიძე პოლიტიკურ ერთობაში შესაძლო გაერთიანებაზე

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ის ჩართულია სხვადასხვა სახის საქმიან მოლაპარაკებებში, თუმცა ამ დრომდე არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალასთან ერთობაში მოიაზრებოდეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე განხილვა მხოლოდ სხვადასხვა სქემებთან დაკავშირებით, ხდება, რომელიც საარჩევნო პროცესში ოპოზიციას დაეხმარება გამარჯვებაში.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვმონაწილეობთ, მე პირადად ვმონაწილეობ ასეულობით შეხვედრაში სადაც განიხილება იმდენი ჰიპოთეზური ვარიანტი, რამდენიც არსებობს დედამიწაზე. შესაბამისად სამუშაო ურთიერთობების ფარგლებში ძალიან ბევრ მოთამაშესთან და პოლიტიკურ პარტიასთან არის საუბარი იმაზე, რა არის ყველაზე კარგი ფორმულა და პარტნიორობა, რითაც გადავარჩენთ ქვეყანას ყველაზე კარგი ფორმულა, რომ ჩვენ ჩავებათ საარჩევნო პროცესში ამ სუბიექტებთან მიმართებაში, ამ ეტაპზე საუბარი არ არის“, - განაცხადა მან.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა