„ფრაგმენტირებული ოპოზიცია არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება“ - ზურა ჯაფარიძე ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს





...
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ფრაგმენტირებული ოპოზიცია არის ივანიშვილის ოცნება.
„ოპოზიცია არის ფრაგმენტირებული და ეს ჩემი აზრით, არის ივანიშვილის ოცნება. ივანიშვილი ბევრ ფულს ხარჯავს დეზინფორმაცია-პროპაგანდაზე, იმისათვის რომ ოპოზიციური ველი დარჩეს ასე ფრაგმენტირებულად. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ეწინააღმდეგება მის ხედვას და სტრატეგიას. ამიტომ, ესე არ უნდა დარჩეს [ოპოზიცია] არც ერთ შემთხვევაში და უნდა მოხდეს ძალების კონსოლიდაცია. არ ვიცი ვინ ვისთან შეიძლება დაჯგუფდეს, მართლა არ მაქვს ამაზე წარმოდგენა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობით თუ მოეკიდებიან ასე არ უნდა დარჩეს.
ჯერჯერობით რაც ჩანს ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება და მეორე, ის რაც ჩვენ შევქმენით - ამის იქით ყველა არის ცალ-ცალკე“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.