რამდენიმე წელიწადში ასობით მილიონი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩება





...
ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის მილიონობით ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ რეგიონებში, სადაც მიწისქვეშა სასმელი წყლები არ არის. ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა წყლების ტემპერატურა საუკუნის ბოლომდე გაიზრდება 3,5 °C-ით, რაც აჭარბებს სასმელი წყლის მისაღებ სტანდარტებს.
კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (გერმანია) მკვლევარები განმარტავენ, რომ მიწისქვეშა წყლები, რომლებიც სიცოცხლისთვის კრიტიკულად აუცილებელია, შთანთქავს გლობალური დათბობით გამოწვეულ ზედმეტ სითბოს. მათ მოახდინეს მიწისქვეშა წყლების ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილებების მოდელირება 2100 წლისთვის, პლანეტაზე დაფიქსირებულ სწრაფ დათბობასთან დაკავშირებით ყველაზე სავარაუდო სცენარების გათვალისწინებით. კვლევის მიხედვით, მიწისქვეშა წყლების ტემპერატურა სცენარიდან გამომდინარე მოიმატებს 2,1°C-ით ან თუნდაც 3,5°C-ით.
დოქტორმა სიუზან ბენზმა ქუინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფოტოგრამეტრიისა და დისტანციური ზონდირების ინსტიტუტიდან (ავსტრალია) აღნიშნა, რომ პლანეტის ზოგიერთ რეგიონში მიწისქვეშა წყლების უფრო დიდი დათბობა ხდება, განსაკუთრებით იქ, სადაც მიწისქვეშა წყლები ზედაპირულია ან სადაც ატმოსფერული დათბობა ხდება. მეცნიერმა აღნიშნა, რომ ეს წყალს მილიონობით ადამიანისთვის მიუწვდომელს გახდის.