ჩვენ გვემუქრება რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაციის - გია ჯაფარიძე

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამწუხროდ საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და ღრმავდება, - ამის შესახებ დღეს, 10 ივლისს „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის პარალელურად ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან მძიმე ვითარებაში არის საქართველო და ახლა მთავარია, რომ მოხდეს სწორი ნაბიჯი გადადგმა, 2024 წლის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მოქალაქეების მხრიდან.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, რაც გულისხმობს ფინანსური, ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა ტიპის დახმარებების გადახედვას, აგრეთვე გულისხმობს საქართველოს მთავრობის კონკრეტული პირების სანქცირებას, იმ პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას და რუსული კანონის მიღებაზე. ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ამის გარდა ევროპის კავშირმა განაცხადა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი, 30 000 000 ევროს შეჩერების შესახებ. ამ განცხადებებს უერთდება ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ასევე აჩერებ საქართველოს მიმართულებით, წლების განმავლობაში არსებულ დახმარებას. საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო რჩება მარტო, დაუცველი მტრის წინაშე და საქართველოს მოქალაქეები რჩებიან სიღარიბეში. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ გვემუქრება რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაციის. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან, საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უარი უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა