ვის ხარჯზე გამდიდრდა ივანიშვილი?

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილი კიდებ უფრო გამდიდრდებოდა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა საკუთარი ბიზნესი რუსეთში ნაშოვნი ფულით, ეს ბიზნესი ამ 12 წლის განმავლობაში და საქართველოში მიღებული უზარმაზარი პრივილეგიებით რა თქმა უნდა გაზარდა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელი, რომან გოცირიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებია გაზრდას 7,3 მილიარდ დოლარამდე.

მისი თქმით, ეს გამდიდრება საქართველოს და ქართველი ხალხის ხარჯზე მოხდა.

„როდესაც კონკურენციაში არავინ არ არის, როდესაც მიწას უფასოდ იღებს, სადაც გინდა იმას ააშენებ. კანონს შეცვლიან, მშენებლობის ნორმებს შეცვლიან, აგერ პანორამას აშენებს და თბილისს თავი წააჭრა, მთა გადახნა და გადაჭრა და სადაც თითს დაადებს და ხელს დაადებს, ნებისმიერ ბიზნესს კონკურენციის გარეშე განავითარებს და გამდიდრდებოდა. ჩვენს ხარჯზეც არის ის გამდიდრებული, ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე. ისევე, როგორც მისი კლანი", - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა