ეს არის სიმდიდრე, რომელიც უკავშირდება მის ოლიგარქიულ მმართველობას - თეონა აქუბარდია ივანიშვილის გაზრდილ ქონებაზე





...
სიმდიდრე, რომელიც უკავშირდება მის ოლიგარქიულ მმართველობას - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გაზრდილ ქონებას.
მისი თქმით, თუ მოხდება შედარება მის ქონების და ქართველი ხალხის მდგომარეობის, მარტივი ჩანასახი იქნება ის ტყუილი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა მოქალაქეებს მისცა 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ერთი არის მისი სიმდიდრე, რომელიც რა თქმა უნდა ასევე უკავშირდება მის ოლიგარქიულ მმართველობას და მეორე არის ხალხი, რომელიც კიდევ უფრო გაღარიბებულია და მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი იმ ოლიგარქს, რომელმაც დაპირების მიუხედავად, თავისი სიმდიდრე კიდევ უფრო განავრცო და არა ქართველი ხალხის, რასაც მათ ჰპირდებოდა 2012 წელს“, - განაცხადა აქუბარდიამ.