გვიყურებენ როგორც რუსეთის სატელიტ მთავრობას - გეგა მგალობლიშვილი

სულ ნახვები : 233
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ უკვე გვიყურებენ არა როგორ სტრატეგიულ მოკავშირეს, არამედ როგორც  რუსეთის სატელიტ მთავრობას“, - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში გეგა მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ნატო-ს სამიტზე საქართველოს ხსენებაც არ არის.

„ნატოსთან მიმართებითაც საქართველო იყო ერთ-ერთი ლიდერი კანდიდატი ქვეყანა, იქნებოდა ეს უკრაინა  თუ ბალკანეთის სახელმწიფოები. დღეს საერთოდ საქართველოს ხსენებაც არ  არის. სამიტის წინ იყო გენერალური მდივნის ტრადიციული პრესკონფერენცია,  სადაც საქართველო საერთოდ ნახსენები არ იყო. თუმცა უკვე აღარც ვიცი, უნდა გვწყინდეს თუ  გვიხაროდეს, რომ საქართველო ნახსენები არ არის, რადგან არ მახსენდება  ისეთი საერთაშორისო პლატფორმა ან ფორუმი, სადაც საქართველო ამ თვალსაზრისით პოზიტიურ ჭრილში იქნა წარმოჩენილი.  ასე რომ, საქართველო რეალურად გაქრა ამ ინტეგრაციული პროცესებიდან. ჩვენ უკვე გვიყურებენ არა როგორ სტრატეგიულ მოკავშირეს, არამედ როგორც  რუსეთის სატელიტ მთავრობას“, - განაცხადა გეგა მგალობლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა