უკრაინის ომი რჩება ნატოს სამიტის მთავარ თემად





...
„სანამ სამიტისთვის ვემზადებოდით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების ინტენსიური დაბომბვის დროს ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყა. რუსეთი ორწელიწადნახევარი ია სისტემატიურად ცდილობს შექმნას ეგრეთ წოდებული „რუსული სამყარო“, რომელშიც ნორმალურია დედები ნანგრევების ქვეშ შვილებს ეძებდნენ. ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მიზნები, პრიორიტეტები და ვიმოქმედოთ“, - ამბობს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტ-ნილსი.
ნილსმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვითი უზრუნველყოფა, რომელიც დაიცავს სამოქალაქო პირებს, საავადმყოფოებს და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.
ასევე, სეიმის სპიკერის თქმით, აუცილებელია უკრაინამ, რომელიც იცავს თავს რუსული აგრესიისგან, დროულად მიიღოს ყველა საჭირო სამხედრო მხარდაჭერა.