საქართველო შეიძლება ძალიან მალე აღმოჩნდეს იზოლაციაში მარტო რუსეთთან - დეკანოიძე

სულ ნახვები : 201
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას ჰქვია ეროვნული ინტერესების ღალატი. საქართველო შეიძლება ძალიან მალე აღმოჩნდეს იზოლაციაში მარტო რუსეთთან, -ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ბევრმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა და წავიდეს ემიგრაციაში, რადგანაც ფინანსურმა სანქციებმა, რომლებიც ამოქმედება, შესაძლოა საბანკო სისტემა სრულად ჩამოშალოს, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს.

„შეიძლება კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა ემიგრაციაში წავიდეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ძალიან სერიოზული ფინანსური დახმარების გარეშე დარჩეს და ფინანსური სანქციები, რომელიც ემუქრება ქართულ ოცნებას, ამ სანქციებმა შესაძლოა საბანკო სექტორი ჩამოანგრიოს და ფასების კატასტროფული ზრდა მოხდეს. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა