ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა - გია ჯაფარიძე

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში  გაწევრიანების პროცესი, ამ განცხადებას უერთდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ერთადერთი გამოსავალი კი ამ სიტუაციაში არის „ქართული  ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება“, - განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ

„სამწუხაროდ საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და ღრმავდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, რაც გულისხმობს ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვა ტიპის დახმარებების გადახედვას და ასევე გულისხმობს საქართველოს მთავრობის იმ პირების სანქცირებას რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ადამიანის უფლების მასობრივ დარღვევასა და რუსული კანონის მიღებაზე.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, ამის გარდა განაცხადა თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონიანი დახმარების შეჩერების შესახებ.

ამ განცხადებას უერთდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ასევე აჩერებენ საქართველოსთვის მიმართულ წლების განმავლობაში არსებულ დახმარებას, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო რჩება მარტო, დაუცველი, მტრის წინაშე და საქართველოს მოქალაქეები რჩებიან სიღარიბეში, თუ ეს ტენდენცია ჩვენ გვემუქრება რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაციის.

ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ქართული  ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს უარი უთხრას ქართულ ოცნებას, ამისთვის უალტერნატივოა ერთიანობა“, - განაცხდა გია ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა