ეს უხარია ოპოზიციურ სუბიექტებსა და რუსეთს - ვოლსკი აშშ-ს მიერ სამხედრო სწავლების გაუქმებაზე

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი, აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთების "ღირსეული პარტნიორის" განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება უხაროდეს, ოპოზიციური სუბიექტები არიან, რომელთაც ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი".

მისი თქმით, "ასევე უხარიათ რუსეთის ფედერაციაში - ისეთივე ჭადრაკს თამაშობენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში იყო".

„უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ჯარზე ბიუჯეტიდან მილიარდები იხარჯება როგორც სამხედრო შეიარაღების, ასევე ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ასევე უშველებელი თანხებია იმ სოციალური დახმარებებისთვის, რაც ჩვენს სამხედროებს სჭირდებათ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჯარი რეიტინგებში მოწინავეა, მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი გამჭვირვალობის გამო ეს პრობლემა წარმოიშვა, რეიტინგებში ყველაზე დაბალ დონეზეა.

როდესაც რეიტინგულ ჯარს აკლებ თუნდაც არასაკვანძო და არასაგანგებო მნიშვნელობის დახმარებას, ეს პოლიტიკური დემარში დამაზიანებელია.

ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება უხაროდეს, ოპოზიციური სუბიექტები არიან, რომელთაც ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი და ამბობენ, რომ რაც ხდება არჩევნებისთვის ძალიან კარგია. ეს ასევე უხარიათ რუსეთის ფედერაციაში - ისეთივე ჭადრაკს თამაშობენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში იყო.

როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს, ასევე, როცა თბილისიდან 700 მეტრში რუსეთის ტანკები დგას და რაკეტაა ჩვენს საფეთქელზე დამიზნებული, როგორ შეიძლება, ამ დროს ჯარს მოაკლო და მილიონები რეიტინგის არმქონე არასამთავროებო ორგანიზაციებს მისცე, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ რამეს ლამობენ, რომ რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში აღმოჩნდნენ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოაწყონ.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ!“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა