უხერხული და სამარცხვინოც კი იყო EU-ს ელჩის განცხადება - მაჭარაშვილი
...
„ხალხის ძალის" გენერალური მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება ევროკავშირის მიერ 30 მილიონი ევროს გაყინვას და აცხადებს, რომ "უხერხული და სამარცხვინოა".
მისი თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს, როცა ქართულ სახელმწიფოს ესაუბრებიან.
„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩიც და თავად ევროკავშირის სტრუქტურებიც მიხდვებიან ქართველი ხალხის ნებას, რომ ჩვენ სუვერენიტეტი და გამჭვირვალობა გვინდა. უხერხული და სამარცხვინოც კი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი დააფინანსებენ არა ჯარს და გამჭვირვალე პროცესს, არამედ გიგაურს და ლომჯარიას, შავ ფულს, არაგამჭვირვალე პროცესებს, რაზეც კანონი მივიღეთ. ყველა უნდა დაფიქრდეს, როცა ქართულ სახელმწიფოს ესაუბრებიან. ვინც სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა, იმ ჯარის დაფინანსებაზე უარს ამბობენ და "მოლიტოვის კოქტეილის“ დასაფინანსებლად მიმართავენ ამ თანხებს, ეს სამარცხვინოა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9
ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. მისი თქმით, მათი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად.