პრეზიდენტმა მტკვარში ადამიანის გადარჩენისთვის მოქალაქე მალხაზ პარკაძე დააჯილდოვა

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

27 ივნისს მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისა და მამაცობისათვის სალომე ზურაბიშვილმა მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სადაც არის თავდადება, სადაც ერთმანეთის  მიმართ ინდიფერენტულობა არ სუფევს და პირიქით, ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად წავიდნენ რისკზე, სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას. 

დღევანდელ დღეს საზოგადოება გამოცოცხლებულია. ეს დავინახეთ ახალგაზრდების გამოსვლებში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ, და ეს იწყება პიროვნებიდან და თქვენ ამისი განსახიერება ხართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდათ და რომ კარგად დასრულდა. 

დასაფასებელია და თქვენი თავდადებაც და მოქალაქეობრივი შეგნებაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, და მაგალითად წარმოვადგინოთ რადგან, თუ რამე აკლია ჩვენ ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სწორედ ასეთი მაგალითებია. როცა იწერება სხვა როგორ იქცევა და მერე შენც მიიჩნევ, რომ შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ეცდები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა