ამ ზაფხულს უკრაინა მიიღებს F-16 ტიპის გამანადგურებლებს - ბლინკენი

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკვე ამ ზაფხულს უკრაინა მიიღებს F-16 ტიპის გამანადგურებლებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, F-16-ის [უკრაინისათვის] გადაცემა სრულად მიმდინარეობს“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ნატოს საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინას თვითმფრინავებს დანია და ნიდერლანდები აწვდიან.

„ეს გამანადგურებლები ამ ზაფხულს უკრაინის ცაში იფრენენ, რათა უკრაინამ გააგრძელოს ეფექტური დაცვა რუსული აგრესიისგან“- განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა