არ შეესაბამება სინამდვილეს - ნიკა მელია გილაურის შესაძლო პრემიერობის კანდიდატობაზე





…
ეს ინფორმაცია რომელიც გავრცელდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და ვიცნობთ ერთმანეთს, არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ ხდება - აცხადებს ნიკა მელია კითხვაზე. იქნება თუ რა ნიკა გილაური „ახალი", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლების" პრემიერობის კანდიდატი.
“ეს ინფორმაცია რომელიც გავრცელდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და ვიცნობთ ერთმანეთს, არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ ხდება. მე პირადად გამიხარდებოდა, რაც შეიძლება მეტი კვალიფიცირუი, პროფესიონალი ქართველი, რომელიც სხვადასხვა სფეროში არის ახლა დაკავებული, ბევრი მიმართულიებით გააქტიურდება. სიმართლე რომ იყოს ეს და ამის თქმის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სიამაყით ვიტყოდი. ვინაიდან მგონია, რომ ოპოზიციურ მოძრაობასაც გააძიერდებდა და ჩვენ ხომ გაგვაძლიერებდა და გაგვაძლიერებდა. თუ მოგვეცემა ამის თქმის შესაძლებლობა, ეს მხოლოდ გამიხარდება". - ამბობს მელია.