კოალიცია ცვლილებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს





...
,,კოალიცია ცვლილებისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულწბს.
პოლიტიკური პლატფორმა, ოფიციალური წერილით ეხმიანება გუშინ, 22 ივლისს თბილისის საქალაქო სააამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც დროებით შეჩერდა პრეზიდენტის განკარგულება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ.
,,თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევით შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება.
მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 9 დათქმა ითვალისწინებს სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ,,ქართული ოცნება’’ მორიგ ჯერზე მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით შემუშავებული ,,ქართული ქარტია’’ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორომას. როგორც აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმომწერები, ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დავრჩებით შეთანხმების ერთგულები, შევცვლით ამ მანკიერ სისტემას და სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გავათავისუფლებთ.
კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი • Ahali Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება
Droa • დროა”,- ვკითხულობთ განცხადებაში.