ეს არის ყველაზე სახიფათო დაპირება - გიორგი ხვედელიანი

სულ ნახვები : 678
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ ვიქნებით მუდმივად და ათწლეულობით ხელისუფლებაში, ეს არის ყველაზე სახიფათო დაპირება, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმის“ დამფუძნებელმა, გიორგი ხვედელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მოუწოდებს, კარგად გაიაზროს, რეალიურად რა დაპირებას აძლევს მათ ივანიშვილი.

„ივანიშვილის დაპირება გამოდის რა? - მოიცადეთ, ჩვენ აღარავინ შემოგვხედავს, ჩვენით აღარავინ იქნება დაინტერესებული და მერე რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. მერე უკვე ჩვენ, ვისაც რუსეთთან ვითომ რამის „დალაგების“ რესურსი გვაქვს, ვიქნებით მუდმივად და ათწლეულობით ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო დაპირება. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს  მოვუწოდებ, რომ კარგად გაიაზრონ, რას ეუბმება  პარტია მათ. პარტია მათ ეუბნება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს საკითხი არსად გაჟღერდეს და ჩაქრეს“, აღნიშნა  ხვედელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა