შემზარავი ფაქტი კახეთში - მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა

სულ ნახვები :
770




...
ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მდებარე ლუდსხარშის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლიანი დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. თანასოფლელმა ორი თანასოფლელი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა.
ურთიერთდაპირისპირების კონკრეტული მიზეზი უცნობია.
ცნობილია, რომ სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ადგილიდან მიიმალა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.