კახეთში 23 წლის გოგო გაიტაცეს





...
კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს, ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლებას“ ავრცელებს.
გამოცემასთან გატაცებული გოგოს ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს:
„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“.
გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.