მეხმა ოკუპირებული სოხუმი და აფხაზეთის მთელი დასავლეთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

სულ ნახვები :
321




...
მეხმა ოკუპირებული აფხაზეთის მთელი დასავლეთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
უკვე რამდენიმე საათია აფხაზეთის დედაქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ამინდის არახელსაყრელი პირობებისა და ელვის გამო, რომელმაც ოჩამჩირის 220 კვ ხაზი დააზიანა, ქვეყნის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ენერგეტიკოსებმა ავარიის შედეგების ლიკვიდაცია დაიწყეს, თუმცა როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, ვერ ამბობენ.