2024 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 111 პირის მიმართ დაიწყო

სულ ნახვები : 253
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 111 პირის მიმართ - მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებსს.

მათივე მონაცემებით, აქედან, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 137 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.5 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 789 შემთხვევა, თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 270, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში – 11 შემთხვევა.

2024 წლის ივნისში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 271 შემთხვევა; მუქარა – 332 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 248 შემთხვევა; ძალადობა – 158 შემთხვევა; გაუპატიურება – შვიდი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 13 შემთხვევა; თაღლითობა – 71 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 386 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 95 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 149 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – სამი შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა