ევროკავშირის წარმომადგენლობამ ქართველ ემიგრანტებს წერილით მიმართა

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის წარმომადგენლობა, ქართველ ემიგრანტებს ღია წერილით მიმართა, სადაც საუბარია საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე.

წერილში ცალსახად არის ნათქვამი, თუ რა ზომებს მიმართა ევროკავშირმა მას შემდგომ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმის მზარდი ფაქტები. ევროკავშირი ასევე რჩება ღრმად შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. ამ კონტექსტში მოგვმართეს კონკრეტული ზომებით რეაგირებაზე. შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერა. ჩვენ ვაჩერებთ მთავრობის ფინანსურ დახმარებას და განვიხილავთ ჩვენი დახმარების დანარჩენ პორტფელს. პარალელურად ევროკავშირის უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მუდმივ მხარდაჭერას, დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ და და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში განვითარების მონიტორინგს და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში  განიხილება დამატებითი ზომები.  ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა