ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობას ბელგიური კომპანია განახორციელებს - პრემიერი

სულ ნახვები :
417




...
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემადგენლობაში არსებული ნავსადგურის მშენებლობას, ბელგიური კომპანია განახორციელებს - ამის შესახებ დღეს, 1 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით საერთაშორისო პროექტი აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია. „ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს“, - განაცხადა კობახიძემ.