საკონსულო აღრიცხვაზე ამ დროისთვის 64 448 ემიგრანტი იმყოფება





...
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის საკონსულო აღრიცხვაზე 64 448 ემიგრანტი იმყოფება, რაც საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანია გასული ქვეყნიდან და იმყოფება ემიგრაციაში.
ბესიკ დონაძის განცხადებით, უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ადამიანის რეგისტრაცია, რათა ემიგრანტების ხმებმა 2024 წლის , 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალა არ დაკარგოს.
„ევროპულმა საქართველომ“ უწყებათაშორის კომისიაზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან მითხოვა ინფორმაცია 2024 წლის 15 ივლისის, მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა რიცხვი, ანუ რა მოცემულობა გვაქვს 15 ივლისის მდგომარეობით. დღევანდელი მდგომარეობით ციფრი არის საგანგაშო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ციფრი არის 64 448 და თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რაოდენობის საქართველოს მოქალაქე არის დღეს ემიგრაციაში, ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი“, -განაცხადა დონაძემ.