ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

სულ ნახვები :
327




...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100კგ) პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.
სულამანიძემ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.