ვენესუელაში ვაგნერის ბოევიკები გამოჩნდნენ





...
ვენესუელაში გამოჩნდა ხალხი სამხედრო ფორმაში, რომელსაც ვაგნერის შევრონები უკეთიათ. ამის შესახებ Defense-blog იტყობინება. გამოცემას დაურთო ფოტო ვაგნერის სავარაუდო მებრძოლებთან ერთად.
როგორც Reuters ადრე იტყობინებიდა, ვაგნერელები 2019 წელსაც იმყოფებოდნენ კარაკასში, რათა უზრუნველეყოთ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უსაფრთხოება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
ბოლო დღეებში კარაკასსა და ვენესუელის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი მადურო გამოაცხადა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მადუროს ოპონენტმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა.
მანამდე ვლადიმერ პუტინმა მადუროს ხელახალი არჩევა მიულოცა. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ვენესუელის ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების აღიარება ურჩია.