ურჩ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეესტრში იუსტიციის სამინისტრო დაარეგისტრირებს

სულ ნახვები : 198
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ის ორგანიზაციები, რომლებიც მთელი ამ წლების მანძილზე ემსახურებოდნენ იდეას და რაღაც პრინციპებსა და მიმართულებებს აუცილებლად დარეგისტრირდებიან რეესტრში, მაგრამ კარგი ფილტრი იქნება რეესტრში არ დარეგისტრირება, - ამის შესახებ დღეს, 1-ელ აგვისტოს, რუსული კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან საკუთარი ნებით რეესტრში, მათ იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს.

„არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც უნდა აღსრულდეს კანონი. ნებაყოფლობით არ დარეგისტრირების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში. სექტემბრიდან იხსნება ვადა, როდესაც ენჯეოებმა უნდა დაადეკლარირონ გასული წელი და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან მათ ექნებათ ვალდებულება, რომ 2024 წლის ფინანსები დაადეკლარირონ“, - განაცხადა წილოსანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა