იხადონ ის ჯარიმები, სხვა სანქციები არ გვაქვს - გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობოებზე

სულ ნახვები : 233
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არსებობს კანონი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. იხადონ ის ჯარიმები, სხვა სანქციები არ გვაქვს, მართლა იმ რუსული კანონისგან განსხვავებით, სადაც სანქციებია გაუქმება, - ამის შესახებ დღეს, 1 აგვისტოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აცხადებენ, რომ არ აპირებენ არანაირ რეესტრში რეგისტრაციას, „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მაჭარაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჭირვეულ აბიტურიენტებს შეადარა.

„სამოქალაქო საზოგადოების ასეთი ახირებული პროტესტი დაახლოებით ჰგავს იმას, აბიტურიენტი რომ გაბრაზდება და იტყვის, მისაღებ გამოცდებს არ ჩავაბარებო. არ ჩააბარებს და ვერ ჩაირიცხება, არ დარეგისტრირდებიან და ნუ დარეგისტრირდებიან

არსებობს კანონი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. იხადონ ის ჯარიმები, სხვა სანქციები არ გვაქვს, მართლა იმ რუსული კანონისგან განსხვავებით, სადაც სანქციებია გაუქმება. ჩვენთან ლიბერალური მიდგომაა და ვინც არ დარეგისტრირდება, მას ექნება გაფრთხილება და თუ არ დარეგისტრირდება, დაჯარიმდება. როცა ამბიცია გაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ხარ და გინდა, საზოგადოება დააკავშირო მთავრობას, მაგრამ ამ დროს უპასუხისმგებლოდ იქცევი და ამბობ, რომ ქვეყანაში კანონმდებლობას არ დაემორჩილები, რა თქმა უნდა, ისედაც განულებული რეიტინგი აბსოლუტურად განულდება. ამბობენ, უცხოეთში წავალთ და დავრეგისტრირდებითო. ამას ვამბობთ, რომ ეს ხალხი საქართველოში უცხოურ ძალას წარმოადგენს და არა – საზოგადოების ინტერესებს. თავად აღიარებენ, რომ უცხოური ძალა არიან. ეს არის მათი მხრიდან პირდაპირი აღიარებითი ჩვენება. თუ რაიმე არ აქვთ დასამალი, რა პრობლემაა, რომ დარეგისტრირდნენ და თქვან, რა ფული დახარჯეს? ამის პიარსაც გავაკეთებთ და ხალხი მადლობას ეტყვით. რა აქვთ დასამალი? თუ დასამალია, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ და ბომბები უნდა შეიძინონ, რომ შემდეგ წვიმასავით გამოუშვან საქართველოში, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა