პეტრე კოლხი ტაძარში ბრუნდება

სულ ნახვები : 266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს  წავიკითხავ საქართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში, - ამის შესახებ დღეს, 1 აგვისტოს სოციალურ ქსელში, მამა პეტრე კვარაცხელიამ დაწერა.

მისი თქმით, ის მისული იყო საპატრიარქოში, სადაც შეხვდა წმინდა სინოდის წევრებს და ესაუბრა მათ.

„არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…

დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან…

საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ლონგინოზ  სუარიშვილი.

მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია…

ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო…

მეუფე შიო ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით და გაგების უნარით…

ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს  წავიკითხავ საქართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში!…

მადლობა იესოს და ყველას, ვინც დღეს შემხვდა!“, - წერს სასულიერო პირი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა