ჩვენ ვთვლით ამ კანონს არაკონსტიტუციურად - ბექა ლილუაშვილი





...
ჩვენ ვთვლით ამ კანონს არაკონსტიტუციურად, ხელისუფლება რა თქმა უნდა პირდაპირ გამოიყენებს ყველა საშუალებას მათ შორის კანონგარეშე, კანონით გათვალისწინებულს თუ არა გათვალისწინებულს, რომ რეპრესიული მანქანა აამოქმედოს და რა თქმა უნდა განსაკუთრებით არჩევნების წინ, -ამის შესახებ დღეს, 1 აგვისტოს, პარტია „გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას, რათა მათი შეფასება არჩევნების მსვლელობაზე შეფასდეს, როგორ მოღალატეების განცხადებები.
„რატომ? მთელი ამ კანონის არსი და შინაარსი არის ის, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია არასამთავრობო სექტორის და მათი დონორი ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორების, რომ როდესაც ხელისუფლება აამუშავებს საკუთარ გეგმას არჩევნების დღეს, გაყალბებასთან დაკავშირებით თქვას, რომ არასამთავრობო სექტორი, აი ვინც დამკვირვებელი იყო ამ პროცესში, მათი აზრი არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ისინი არიან მოღალატეები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.