ვინ გათავისუფლდება დიდი გაცვლის ფარგლებში - დეტალები

სულ ნახვები : 341
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველად დიდი ხნის მანძილზე, მოლაპარაკების მიხედვით რუსეთსა და დასავლეთ შორის მასშტაბური გაცვლა მოხდება, რომლის შემდეგაც რუსეთში რვა ადამიანი დაბრუნდება. რუსეთმა, აშშ-მ, გერმანიამ, პოლონეთმა, ბელორუსმა და სლოვაკეთმა 25 ადამიანი გაათავისუფლეს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გაცვლა თურქეთში, ანკარის აეროპორტში მოხდება. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რუსეთში დაბრუნდებიან, გერმანიაში 2019 წელს მოკლული ზელიმხან მანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვიცაა.

როგორც The Insider იუწყება, რუსეთი  პატიმრების  გაცვლის  ფარგლებში გაათავისუფლებს:

- ევან გერშკოვიჩი,

- ვლადიმერ კარა-მურზა,

- ლილია ჭანიშევა,

- ილია იაშინი,

- ქსენია ფადეევა,

- ანდრეი პივოვაროვი,

- პოლ უელანი

- ალსუ კურმაშევი,

- ოლეგ ორლოვი,

- საშა სკოჩილენკო,

- დიტერ ვორონინი,

- კევინ ლიკი

- რიკო კრიგერი

- პატრიკ შობელი

- ჰერმან მოიზესი,

- ვადიმ ოსტანინი.

სანაცვლოდ, დასავლეთი დათანხმდა მისცეს:

- ვადიმ კრასიკოვი (გერმანიიდან),

- არტიომ დულცევა (სლოვენიიდან),

- ანა დულცევა (სლოვენიიდან),

- მიხაილ მიკუშინი (ნორვეგიიდან),

- პაველ რუბცოვი (პოლონეთიდან),

- რომან სელეზნევა (აშშ),

- ვლადისლავ კლიუშინი (აშშ),

- ვადიმ კონოშჩენკო (აშშ).

დასავლეთს გადასცემენ რუსეთის ფედერაციაში დაკავებულ ჟურნალისტებს, ომის საწინააღმდეგო აქტივისტებს, ოპოზიციონერებს და უცხოელებს. რუსეთი მიიღებს ჯაშუშებს და დაქირავებულ მკვლელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა