ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა - ქართული ოცნების განცხადება

სულ ნახვები : 448
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ქართული ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, სწორედ ამის გამო დააგვიანდა ბიძინა ივანიშვილს ოლიმპიადის მედალოსნებისთვის მისალოცი წერილის გამოქვეყნება.

"ქართული ოცნების პრესსამსახური განმარტავს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ნათქვამია განცხადებაში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა