გახარიას პარტიის წარმომადგენელს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან

სულ ნახვები : 1,072
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“, კასპის რეგიონის წარმომადგენელს, თათია ბროლაძეს ემუქრებიან.

ბროლაძემ ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა და განმარტა, რომ მუქარები მას შემდგომ დაიყო რაც მოქალაქეების ყოფით პრობლემას გამოეხმაურა.

„კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, ამჟამად უკვე მეფისქალაქში, ადგილობრივ მოსახლეობა ყოფითი ცხოვრებისთვის აუცილებელი საბაზისო პრობლემების წინაშე დგას. ადგილობრივ მაცხოვრებლებს ფბ პოსტზე გამოვეხმაურე და მითითება გავაკეთე შესაძლო კორუფციაზე, რის გამოც ადგილობრივი დეპუტატის ცოლმა პირად მიმოწერაში მუქარის შემცველი შეტყობინება გამომიგზავნა, ფიზიკური ანგარიშსწორებით. მუქარას ასევე პირად მიმოწერაში მწვანე შუქი აუნთო მისმა დეპუტატმა მეუღლემ.

რა თქმა უნდა, მსგავსი მუქარები ვერ შემაშინებს ვერც მე და ვერც ჩვენს გუნდს.  ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილ ქმედებებზე დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში. კორუფცია, ნეპოტიზმი, მუქარა და ძალადობა არავის შერჩება“, - წერს ბროლაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა