ამბობენ თავის ტვინის რაღაც ნაწილი მკვდარია - ნიკა ბასილაძის ახლობელი

სულ ნახვები : 375
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კლინიკა „ვივამედში“ მყოფ პატიმარ, ნიკა ბასილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ამის შესახებ Cnews-ს ბასილაძის მეგობარი ესაუბრა.

მისი თქმით, დღეს, 26 აგვისტოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ, ინფორმაციის მოძიების შემდგომაც არანაირი ახალი გარემოება, ბასილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობილი არ არის.

„სახალხო დამცველი წარმომადგენელი იყო მოსული, მას არ უნახავს თავად პატიმარი, ესაუბრა საავადმყოფოს წარმომადგენლებს და როგორც გვითხრა არც მას აწვდიან ინფორმაციას ბოლომდე.

ერთი რაც გვითხრა ის არის, რომ იმყოფება ყურადღების ქვეშ რაც ისედაც ვიცოდით. ასევე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუ კი რაიმე სახის ვიდეო ჩანაწერი არსებობს წარმოდგენილი იქნება სასამართლოზე“, - აცხადებს ის.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომელსაც ბასილაძის ახლობლები ფლობენ, იმედის მომცემი არ არის, რადგანაც მათი ინფორმაციით „ვივამედში“ მყოფ ბასილაძეს ძალიან მძიმე დაზიანებები აქვს თავის არეში.

Cnews-თვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში, პატიმრის ოჯახის წევრები, ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ხვდებიან.

„ჩვენ არ გვინახავს პატიმარი, ვიცით ის რომ თავზე გაუკეთდა ოპერაცია, ის საავადმყოფოში გადმოყვანილი იყო თავის მძიმე დაზიანებით, აქვს ტვინში სისხლჩაქცევები, შეშუპება. ჩემი ინფორმაციით მას ჰქონდა თავის ქალა გატეხილი და როგორც ამბობენ თავის ტვინის რაღაც ნაწილი მკვდარია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის.

ორი დღეა აქ ვდგავართ და არვინ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ რაიმე აეხსნა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით იმდენად მძიმეა მდგომარეობა, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.

პატიმრის ოჯახის წევრებმა მთელი დღის დავის შემდგომ დღეს, მოახერხეს, რომ ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში შესულიყვნენ და ვიღაცას ხვდებიან, თუმცა ზუსტი ინფორმაცია თუ ვის ხვდებიან არ ვიცი“, - განუცხადა მან Cnews-ს.

გიგა გელხვიიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა