ქართულმა ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რომ მათ პირობებში ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება - კახა ქემოკლიძე
...
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა თუ როგორ ერევა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახური რა თქმა უნდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში და დამდეგ არჩევნებში - ასე აფასებს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობასთან დაკავშირებით პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე.
მისი თქმით, ეს განცხადება ემსახურება ე.წ საინფორმაციო ველის დამუშავების მიზანს, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
"ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა თუ როგორ ერევა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახური რა თქმა უნდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში და დამდეგ არჩევნებში. ეს განცხადება ემსახურება ე.წ საინფორმაციო ველის დამუშავების მიზანს, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად აკვირდება აქ განვითარებულ მოვლენებს და შესაბამისად ცხადია შეიძლება ჰქონდეს რეაქცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რა შედეგი დადგება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ Cnews-თან.
პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა ქართული ოცნების რიტორიკაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება სპეციალურად არ აკონკრეტებს და ვერ აკონკრეტებს დამდგარი შედეგი რა შეიძლება იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან პასუხი არ გააჩნიათ ამასთან დაკავშირებით და იყენებენ ე.წ სტრატეგიული ბუნდოვანების მეთოდს.
"ქართული ოცნების რიტორიკა და ასე ვთქვათ სტრატეგიული ნარატივი ეფუძნებოდა სამ ძირითად მიმართულებას წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში. ერთი იყო ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს ნარატივი აუფეთქდათ ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო. ძალიან მკაფიო გახდა ევროპის დამოკიდებულება, ისინი პირდაპირ იძახიან, რომ ოცნებაა ბარიერი საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, ეს ერი საკითხი და მეორე საკითხი ჰქონდათ ოკუპირებული ტერიტორიები და ფსევდო შერიგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ თემასთან დაკავშირებით დღესაც კი უჭირთ ნარატივის ფორმირება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ისინი ინარჩუნებენ სტრატეგიულ ბუნდოვანებას. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, როდესაც შენ ინარჩუნებ პოლიტიკურ არამკაფიოობას პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ საკითხს შენ რომელი მხრიდანაც გინდა კუდს მოაბამ. ქართული ოცნება სპეციალურად არ აკონკრეტებს და ვერ აკონკრეტებს დამდგარი შედეგი რა შეიძლება იყოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ აქვთ პასუხი და იმას, რომ პასუხი არ აქვთ, შეგნებულად იყენებენ საინფორმაციო მანიპულაციის თვალსაზრისით. სტრატეგიული ბუნდოვანება როგორც ტერმინი, უსაფრთხოების ჭრილში თუ შევაფასებთ ამ საკითხს, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციებისას, არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ისინი სწორედ ამას იყენებენ. გარდა იმისა, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა ოკუპირებული ტერიტორია, ნამყოფები არ არიან საოკუპაციო ხაზთან. ძალიან ბევრი მოლაპარაკე თავი ვინც არის დღეს ხელისუფლებაში, დაწყებული ივანიშვილით და დამთავრებული კობახიძით. შესაბამისად ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხი არის ხელოვნურად მანიპულირებადი, შეგნებულად იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ბუნდოვანება შეინარჩუნონ, რადგან ეს შენ გაძლევს მანევრირების რესურსს, როგორც სტრატეგიულ დონეზე, ისე ოპერატიულ რესურსს ველზე, წინასაარჩევნო კონტექსტში, იმიტომ, რომ ეჭვებს აჩენს და ეჭვებს აჩენს ისეთ ადამიანებში, რომლებიც კითხვებს სვამენ, რომ ე.ი რადგან ამაზე საუბრობენ, რაღაც აქვთ მოფიქრებული, ისე ხომ არ ისაუბრებენ. ადამიანის გონება ყოველთვის მოწადინებულია პოზიტიური სცენარის კონტექსტში ფიქრზე. შესაბამისად გონება მიდის იმაზე, რომ შესაძლებელია ხომ მართლა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? მაგრამ ქართულმა ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რომ მათ პირობებში ტერიტორიული მთლიანობა კი არა, ეთნიკური ქართველები გახლიჩეს და შესაბამისად ჩვეულებრივი საინფორმაციო მანიპულირების კამპანიაა ეს. მესამე ხაზი კი რაც მათ ჰქონდათ, ეს არის ერთი მხრივ ომი, ხელოვნურად წარმოქმნილი შიშები ომზე და ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უკან დაბრუნება. ეს შიშები ომზე და ენმ-ს უკან დაბრუნება ერთ ნარატივად გააერთიანეს და განაცხადეს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება და კოლექტიური ენმ თუ მოვა, რასაც ყველას, მთელ ოპოზიციას ეძახიან. ეს ომის ნარატივი და კოლექტიური ენმ-ს ნარატივი გააერთიანეს და შესაბამისად მესამე ხაზის სტრატეგიული ნარატივისა არის აქედან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, თქვენი მეშვეობით, ჟურნალისტებისა და მედიის მეშვეობით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ არ მოტყუვდნენ. ესენი არიან კლასიკური მატყუარები, რომლებიც საინფორმაციო ტექნიკების მეშვეობით ინფორმაციას ამახინჯებენ და აწვდიან სათავისოდ" - განაცხადა Cnews-თან კახა ქემოკლიძემ.
თამარ სანაძე, CNews.