ვინ უმღერის „ქართულ ოცნებას“?
...
საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ტარდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდამჭერი კონცერტები.
ღონისძიების უცვლელი წამყვანი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, პროდიუსერი თამუნა გომართელია.
რაც შეეხება შემსრულებლებს, ისინი სხვადასხვა ჟანრის მომღელები არიან, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ქვეყნის გადარჩენა.
ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობა უკვე მიიღეს:
ჯგუფი „ფორტე“
მარიტა როხვაძე
ჯგუფი „რეზო და ბავშვები“
რომა რცხილაძე
გიორგი წერთელი
მანანა თოდაძე
მარიკა თხელიძე
ჯგუფი „გუფი ლენდი“
ანსამბლი „ქართული ხმები“
„თეატრალურის კვარტეტი“
ჯგუფი „new one“
ცნობისთვის, აღნიშნული შემსრულებლებიდან, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს, ხელისუფლების მისამართით კრიტიკა, მხოლოდ მარიტა როხვაძემ გამოხატა.