„ქართულ ოცნებასა“ და საპატრიარქოს შორის შეთანხმება მიღწეულია
...
„ქართულ ოცნებასა“ და საპატრიარქოს შორის შეთანხმება მიღწეულია. ხელისუფლების წარმომადგენლების და სასულიერო პირების შეხვედრები, რომლები 26 და 29 აგვისტოს იმართებოდა, კონკრეტული შედეგით დასრულდა.
საქართველოს კონსტიტუციაში რელიგიასთან დაკავშირებით, კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდება.
„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: [ჩანაწერში] „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“,- განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.