არაკაცური განცხადება - გორდულაძე ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ადამიანი, რომელიც თავის თავს კაცს უწოდებს, ასეთი არაკაცური განცხადებებით არ უნდა იყოს გამორჩეული, -ასე ეხმიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლაშა ბაქრაძის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არჩილ გორდულაძე.

მისი თქმით, მსგავსი სახის განცხადებები უნდა მოხვდეს სადამკვირვებლო მისიების მონიტორინგში.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან, განსაკუთრებით როდესაც ადამიანის ღირსებას ეხება საქმე. თუ ოდნავი ღირსება მაინც გააჩნია ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი სიძულვილის ენის გამოყენება, ობიექტური დამკვირვებლის და მონიტორინგის ანგარიშებში აუცილებლად მოხვდეს“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა