ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა 80 მილიონ დოლარად კერძო თვითმფრინავი იყიდა
...
იახტა კორუს შემდეგ, რომელიც ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდა, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა შეიძინა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მის კოლექციაში მეოთხე გახდა.
Rolls-Royce-ის ძრავებით აღჭურვილი Gulfstream G700 ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ კერძო თვითმფრინავად. მისი ინტერიერი შედგება ხუთი ოთახისგან, აბაზანა საშხაპე და ტუალეტით და დიდი სამზარეულოსგან. მთლიანობაში, თვითმფრინავი 19 მგზავრს იტევს. Gulfstream G700-ის ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი 14 ათას კილომეტრზე მეტია.
JetSpy სერვისის თანახმად, ბეზოსს აქვს წინა Gulfstream G650 მოდელის ორი მსგავსი თვითმფრინავი, ასევე უფრო მოკრძალებული შვეიცარიული Pilatus PC-24 თვითმფრინავი. ექსპერტების შეფასებით, მისი საავიაციო კოლექციის ჯამური ღირებულება 200 მილიონი დოლარია.
Gulfstream G700 თვითმფრინავი ახალია ბაზარზე და მას ეძებენ მილიარდერები მთელი მსოფლიოდან. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივლისიდან Gulfstream G700-ის მფლობელი კიდევ ერთი ამერიკელი მილიარდერი, ელონ მასკია.