რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ - ბოკუჩავა
...
"ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ", - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას.
მისი თქმით, პრობლემების ნაცვლად, ოცნება ოპონენტებს ებრძვის.
"ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ. მან დააანონსა სწორედ ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ისიც, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა, ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი, ქართული ოცნება ებრძოდეს უმუშევრობას, ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს" - განაცხადა ბოკუჩავამ.