თუ ქართულ ოცნებას მთავრობაში დავტოვებთ, სანქციები ხალხზეც გავრცელდება - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ ქართულ ოცნებას მთავრობაში დავტოვებთ, სანქციები ხალხზეც გავრცელდება - აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია. 

მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი და ასევე მთელი დემოკრატიული სამყარო მოგვცემს ყველა შანსს, რომ ეს ასე არ მოხდეს. 

"ქართველი ხალხი სანქციებით არ დაზარალდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებაში ვტოვებთ იმგვარ ხალხს, ვინც მსოფლიო დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიდის, მაშინ ჩვენ თანამონაწილე ვხდებით ამგვარი პროცესების განვითარების და მერე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ იზოლაციონიზმი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეტრფის და აკეთკენ მიდის, გავრცელდება ჩვენზეც, მაგრამ ეს იქნება ჩვენი არჩევანი. 

აშშ და ევროკავშირი და ასევე მთელი დემოკრატიული სამყარო მოგვცემს ყველა შანსს, რომ ეს ასე არ მოხდეს" - აცხადებს ნიკა გვარამია.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა